დღეს ვერ ვხედავთ პროდუქციაზე ფასების ზრდის საფუძველს – რითეილ ასოციაცია ლარის მერყეობაზე

დღეს ვერ ვხედავთ პროდუქციაზე ფასების ზრდის საფუძველს – რითეილ ასოციაცია ლარის მერყეობაზე

რითეილ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ლარის ბოლოდროინდელი მერყეობის მიუხედავად, ამ ეტაპზე პროდუქტებზე ფასების ზრდის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, ლარის გაუფასურება ჯერჯერობით იმ მასშტაბის არაა, რომ ამან ფასებზე მოახდინოს გავლენა.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროდუქციის გაძვირებისთვის მთავარი რისკი იმპორტიორ ქვეყნებში არსებული ინფლაციაა, თუმცა ჯერჯერობით რითეილ ასოციაციის წევრი სავაჭრო ქსელები ფასების გადახედვას არ გეგმავენ.

“რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიები თავადაც ახორციელებენ ბევრი პროდუქციის იმპორტს, შესაბამისად, მათ კარგად იციან, თუ რა ვითარებაა ბაზარზე. დღეს ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ ფასები გაიზარდოს. ლარის კურსის მცირე ცვალებადობა ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის უფრო მეტი რისკია, იმ ქვეყნებში არსებული შიდა ინფლაცია, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ძირითად იმპორტიორ ქვეყნებში არ გაიზარდოს ფასები, რადგან ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ადგილობრივ ფასებზეც. თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით რაიმე დრამატული ცვლილებები არ გვაქვს. როგორც აღვნიშნე, ჯერჯერობით საფუძველი არ გვაქვს, რომ რაიმე დრამატული გაძვირების რისკის წინაშე ვიყოთ.

რა თქმა უნდა, თავისუფალი ბაზრის პირობებში რომელიმე კომპანიამ შეიძლება ლარის ეს მერყეობა მცირედი გაძვირების საფუძვლად მიიჩნიოს. თუმცა როგორც აღვნიშნე, რითეილ ასოციაციის წევრი კომპანიებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე გაძვირების საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

ცნობისთვის, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ლარი დოლართან მიმართებაში 2.8 ლარიან ნიშნულს გადაცდება, კომპანიებს ფასების გადახედვა მოუწევთ. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი მერყეობა ბიზნესზე ნეგატიურად აისახება და იმ შემთხვევაში, თუკი ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ეს უკვე უშუალოდ პროდუქციის ფასებზეც აისახება.

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…